logo_geo
eng_logo
დღეს პროექტის „ჩაერთე რაგბიში“ მონაწილეებისა და საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მოთამაშეების ღია ვარჯიში გაიმართება
- +

27 ნოემბერი. 2016. 11:58



27 ნოემბერს, 12:00-13:00 პერიოდში, რაგბის კლუბ „ლელოს" ბაზაზე (მის: თბილისი, ვარკეთილის III მასივი, შუამთის ქ. #13) გაიმართება პროექტის „ჩაერთე რაგბიში" მონაწილეებისა და საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მოთამაშეების ღია ვარჯიში. ვარჯიშს დაესწრებიან ისეთი მორაგბეები, როგორებიც არიან დავით კაჭარავა, ლაშა ხმალაძე და საბა შუბითიძე.



პროექტში 2017 წელს ჩაერთვება მთლიანობაში 169 სკოლა და გადამზადდება 300 სპორტის მასწავლებელი, რომლებიც უშუალოდ იმუშავებენ 3500-ზე მეტ ბავშვთან. ამ ეტაპზე 150 სკოლა უკვე მონაწილეობს „ჩაერთე რაგბიში"-ს აქტვიობებში და 86 პედაგოგმა გაიარა გადამზადების სრული კურსი. მანამდე, კი, 20-მა ინსტრუქტორმა გაიარა სპეციალური ტრენინგი სპორტის მასწავლებლებთან სამუშაოდ.



„ჩაერთე რაგბიში"-ს  მიზანია სკოლის მოწაფეების დაინტერესება სპორტის ამ სახეობით. გამომდინარე იქიდან, რომ პროექტში ჩართულნი არიან ბავშვები, წესებიც მათზე მორგებული და უსაფრთხოა.



პროექტი „ნატახტარის ლიმონათის" მხარდაჭერით ხორციელდება და მის ფარგლებში 2017 წელს თბილისის ყველა სკოლის მასშტაბით გაიმართება ფესტივალი „ნატახტარის ლიმონათის თასი". „ჩაერთე რაგბიში" (Get into Rugby) „ევროპა რაგბის" რეკომენდაციითა და სტანდარტებით ხორციელდება.













 

right_banner right_banner
არქივი
right_banner