სომალის დედაქალაქ მოგადიშოში, ვაბერის უბანში ბაზართან მდებარე საკონტროლო გამშვებ პუნქტთან აფეთქებას11 ადამიანი ემსხვერპლა.
აფეთქებამდე ნახევარი საათით ადრე აღნიშნულ ადგილთან სომალის პრეზიდენტის კორტეჟმა ჩაიარა, თუმცა უცნობია, იყო თუ არა ის ტერაქტის სამიზნე.
თავადასხმას პოლიციელები და მშვიდობიანი მცხოვრებლები ემსხვერპლნენ.
ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.