logo_geo
eng_logo
კალიფორნიაში მდებარე სამმა მეჩეთმა მუქარის წერილი მიიღო
- +

27 ნოემბერი. 2016. 13:17

 

 

Los Angeles Times-ის გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის შტატ კალიფორნიაში მდებარე სამმა მეჩეთმა მუქარის წერილი მიიღო.



გამოცემის თანახმად, წერილში ისლამის მიმდევრები „სატანის შვილებად" არიან მოხსენიებული, თავად წერილის ხელმომწერი კი არის ორგანიზაცია „ამერიკელები ნათელი მომავლისთვის" .



ქალაქში ახალი შერიფია - პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ის ამერიკის გასუფთავებას გეგმავს და მიზნად ისახავს ქვეყანა კვლავ ბრწყინვალე გახადოს", - ნათქვამია მუსლიმების წინააღმდეგ მიმართულ წერილში.



ამერიკულ-ისლამური ურთიერთობის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორის ჰუსამ აილუშის განცხადებით, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის „უპასუხისმგებლო და აგრესიულმა" რიტორიკამ მის მომხრეებში სიძულვილი და მრისხანება გააძლიერა.



მე არ ვამტკიცებ, რომ ტრამპმა ადამიანები რასისტებად აქცია, უბრალოდ, მისი მმართველობის დროს ეს ნორმალური გახდება, ამიტომ მინდა, შევახსენო ახლად არჩეულ პირველ პირს, რომ ის ვალდებულია იყოს პრეზიდენტი ყველა ამერიკელისთვის", - განაცხადა ჰუსამ აილუშიმ.

 

 

 











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner