logo_geo
eng_logo
ისრაელში ტყის ხანძრის განგებ გაჩენაში ეჭვმიტანილი 35 ადამიანი დააკავეს
- +

27 ნოემბერი. 2016. 13:34



ისრაელში ტყის ხანძრის განგებ გაჩენაში ეჭვმიტანილი 35 ადამიანი დააკავეს. მათი უმრავლესობა პალესტინის ავტონომიის მცხოვრებია.



ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთაიაჰუს განცხადებით, ცეცხლის გაჩენა ტერორიზმის ტოლფასია.



ქვეყნის შინაგან საქმთა მინისტრმა კი ხანძრის გაჩენაში დამნაშავე პირების სახლების დანგრევის ინიციატივა გამოთქვა.



27 ნოემბერს ისრაელის სახანძრო სამსახურმა ცეცხლის ყველა კერის ჩაქრობის შესახებ განაცხადა.



ხანძრის შედეგად ყველაზე მერად საპორტო ქალაქი ხაიფა დაზარალდა, საიდანაც 80 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ქალაქში დაზარალდა 1800 ბინა. ხუთი დღის განმავლობაში დაშავდა 120-ზე მეტი ადამიანი.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner