logo_geo
eng_logo
ბელგიის პრემიერ-მინისტრი ამ წუთებში საგანგებო სხდომას ატარებს
- +

22 მარტი. 2016. 12:23



ამ წუთებში ბელგიის პრემიერ-მინისტრი საგანგებო სხდომას ატარებს, რომელიც ბრიუსელის აეროპორტში მომხდარ აფეთქებებს უკავშირდება.


მედიის ცნობით, ზავენტემის აეროპორტში მომხდარ აფეთქებებს, სავარაუდოდ, 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.ხელისუფლებას ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.


საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის ქეთევან ქარდავას ინფორმაციით, ბრიუსელის აეროპორტში ჩანთა აფეთქდა. ქარდავამ, რომელიც აფეთქების მომენტში აეროპორტში იმყოფებოდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა.


"როდესაც მე გავიხედე ბილეთების პუნქტის წინ, რაღაც აფეთქდა. იყო რაღაც ჩანთა, რომელიც აფეთქდა და შემდეგ გაიტანეს. ადამიანები ძირითადად დაშავდნენ იმ ნამსხვრევებით, რომლებიც აეროპორტის სახურავიდან ცვიოდა.

 

გვაფრთხილებენ, რომ საფრთხე მოხსნილი არ არის და ნებისმიერ წუთს უნდა ვიყოთ მზად განმეორებითი აფეთქებისთვის", - აღნიშნა ქეთევან ქარდავამ.


ბრიუსელის აეროპორტი დაიხურა, გაუქმებულია ყველა რეისი.


 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner