სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღვანდელი ქადაგებისას განაცხადა, რომ რუსეთში მცხოვრებ ყველა ქართველს საქართველოში დაბრუნება უნდა.
„თქვენი ლოცვით მშვიდობით დავბრუნდით მოსკოვიდან. დიდი მოკითხვა გადმოგვცეს ქართველებმა. ბევრი ქართველია რუსეთში, თითქმის ერთი მილიონი, თუმცა ყველას უნდა საქართველოში დაბრუნება", - ბრძანა პატრიარქმა.