სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენიდან გატაცებული 18 წლის მიხეილ ხუბულაშვილი ოკუპანტებმა მოლაპარაკებების შედეგად გაათავისუფლეს.
გორის მუნიციპალიტეტიდან ადგილობრივი მკვიდრი, მიხეილ ხუბულაშვილი ოკუპანტებმა დღეს გაიტაცეს. არსებული ინფორმაციით, მიხეილ ხუბულაშვილის გატაცება სოფელ ჯარიაშენიდან ე.წ. საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან მოხდა.