გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, 26 ნოემბერს, გერმანიის ქალაქ ჰამბურგში საგამოფენო პავილიონის შენობას, სადაც ეუთო-ს სამიტი უნდა გაიმართოს, დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი წაუკიდეს. გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
თვითმხილველთა თქმით, რამდენიმე ათეულმა ადამიანმა შენობის ერთ-ერთ შესასვლელს ცეცხლი წაუკიდეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. პოლიციელთა თქმით, მომხდარი ეუთო-ს დაგეგმილ სამიტს უკავშირდება, თუმცა ოფიციალურ ინფორმაციას, რომ მომხდარი პოლიტიკური მოტივებით არის განპირობებული, არ ფლობს.
ეუთო-ს სამიტი ჰამბურგში 8-9 დეკემბერს არის დაგეგმილი.