logo_geo
eng_logo
შენობა, სადაც ეუთო-ს სამიტი იყო დაგეგმილი, დაუდგენელმა პირებმა დაწვეს
- +

27 ნოემბერი. 2016. 20:27


გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, 26 ნოემბერს, გერმანიის ქალაქ ჰამბურგში საგამოფენო პავილიონის შენობას, სადაც ეუთო-ს სამიტი უნდა გაიმართოს, დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი წაუკიდეს. გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.


თვითმხილველთა თქმით, რამდენიმე ათეულმა ადამიანმა შენობის ერთ-ერთ შესასვლელს ცეცხლი წაუკიდეს.


მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. პოლიციელთა თქმით, მომხდარი ეუთო-ს დაგეგმილ სამიტს უკავშირდება, თუმცა ოფიციალურ ინფორმაციას, რომ მომხდარი პოლიტიკური მოტივებით არის განპირობებული, არ ფლობს.


ეუთო-ს სამიტი ჰამბურგში 8-9 დეკემბერს არის დაგეგმილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner