The Associated Press-ის ინფორმაციით, თურქეთის ქალაქ შირვანში, სამართალდამცავმა უწყებებმა BBC Turkish-ის კორესპონდენტი ჰატიჯე ქემერი, ხოლო ქალაქ დეარბაქირში „ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ჰაჯიჯან ფარქინი დააკავეს. რა გახდა ჟურნალისტების დაკავების მიზეზი, ჯერ-ჯერობით უცნობია.
ჟურნალისტების დაკავებასთან დაკავშირებით, ოფიციალურ უწყებებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ნოემბრის დასაწყისში თურქეთის სამართალდამცავმა უწყებებმა გაზიანტეპის პროვინციაში 52-წლის ფრანგი ჟურნალისტი, ოლივერ ბერტრანდი დააკავეს და მისი დაუყოვნებელი დეპორტაცია განახორციელეს.