ბრიუსელის მეტროპოლიტენში აფეთქება მოხდა. აფეთქება ევროკავშირის შენობების სიახლოვეს მოხდა. მომხდარის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
მანამდე აფეთქებები ბრიუსელის აეროპორტში მოხდა. სანამ აფეთქებები მოხდებოდა, სროლის ხმა და არაბულ ენაზე შეძახილები ისმოდა. აფეთქებების შედეგად, არსებული ინფორმაციით, 11 ადამიანია დაღუპული.
სააგენტო AFP-ის ცნობით, ბელგიაში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადეს.
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელმა პირველი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ხელისუფლება დიდი ყურადღებით აკვირდება სიტუაციას.