პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ „tvპირველის" ეთერში ყოფილ და ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ბესელიამ განაცხადა, „ქართული ოცნების" ხელისუფლების სამივე პრემიერი იყო სრულიად ერთმანეთისგან განსხვავებული.
„პირველი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი, რომელთანაც მე მიმუშავია, ვიდრე ხელისუფლებაში მოვიდოდით, მისი გამოსვლები და ზოგადად მისი მანერა, მართლა ძალიან შთამბეჭდავი იყო ჩემთვის და დღესაც შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ, როცა მახსენდება, რამდენად არაორდინალური განსხვავებული და სრულიან ახალი, ძალიან მაღალი ხარისხის გულწრფელობა, ღიაობა, დისკუსიის ფორმატში ყველას ჩართვის სურვილი და უნარი, მას ძალიან ბევრი, არაორდინალური მიდგომები ჰქონდა. თავიდან ამბობდა, რომ სხარტი მოსაუბრე არ იყო, მე კი მგონია, რომ ბატონი ბიძინა საინტერესოდ ახდენდა თავისი გულწრფელი განწყობის გასაჯაროებას.
პირველი პრემიერი ძალიან მასშტაბურად აზროვნებდა. მისი სტილი და მანერა საინტერესო იყო და ის სტანდარტი რაც მან დაამკვიდრა, ძალიან მაღალი ანგარიშვალდებულების კულტურა და წესიერება",-განაცხადა ეკა ბესელიამ.