logo_geo
eng_logo
საფრანგეთში რესპუბლიკური პარტიის პრაიმერის მეორე ტური მიმდინარეობს
- +

28 ნოემბერი. 2016. 03:15

 

 

საფრანგეთში რესპუბლიკური პარტიის პრაიმერის მეორე ტური მიმდინარეობს, რომელიც გადაწყვეტს, პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი 2017 წლის არჩევნებზე ვინ იქნება.


20 ნოემბერს გამართული პირველი ტურის შედეგად, მეორე რაუნში გადავიდნენ საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრები - ფრანსუა ფიონი და ალან ჟუპე, რომელმაც მნიშვნელოვანი უპირატესობით აჯობა თავის მეტოქეს, მან ხმების 44 %-მდე დააგროვა, ალან ჟუპემ კი 28%. საზოგადოებრივი აზრის, კვლევის წინასწარი შედეგებით, გამარჯვებას ფიიონს უწინასწარმეტყველებენ.


24 ნოემბერს რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის ბოლო  ტელედებატები გაიმართა, რომელშიც ასევე ფრანსუა ფიონმა გაიმარჯვა.


საარჩევნო რბოლას გამოეთიშა ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა.


2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში განიხილება როგორც საკვანძო ტესტი ძირითადი პოლიტიკური პარტიებისთვის, მას შემდეგ, რაც აშშ-ში გაიმარჯვა დონალდ ტრამპა, ხოლო ბრიტანეთში - ბრექსიტის კამპანიამ. ორივე შემთხვევა განიხილება გამარჯვებად ელიტასა და ისტებლიშმენტზე.












 

right_banner right_banner
არქივი
right_banner