logo_geo
eng_logo
ინდოეთში ჰაერის დაბინძურების გამო ფოიერვერკის გამოყენება აკრძალეს
- +

28 ნოემბერი. 2016. 04:23


 

BBC-ის ცნობით, ინდოეთის ხელისუფლებამ დედაქალაქ დელიში ძლიერი კვამლის გამო სადღესასწაულო განათებების, ე.წ ფოიერვერკების გამოყენება აკრძალა.


სასამართლობ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ინდოეთის დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების გამო, ბავშვებს ჯანმრთელობის  პრობლემები შეექმნათ.


ნოემბრის დასაწყისში, დივალის დღესასწაულზე ფოიერვერკების გამო, ძლიერი კვამლი და ნისლი გაჩნდა. გამოცემის თანახმად, სამი დღის განმავლობაში დღესასწაულის ორგანიზატორებმა და მისმა მონაწილეებმა უზარმაზარი ფოიერვერკები გაუშვეს.


ინდოეთში ჰაერის დაბინძურების დონე დასაშვებ დონეს თითქმის ათჯერ აღემატება, რის გამოც მოსახლეობაში პანიკა დაიწყო. წლის ცივ პერიოდში დელიში ჰაერი განსაკუთრებით დაბინძურებულია.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner