logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ყველას ქიმია და ფიზიკა, თუ მეგობრობას, გვერდში დგომასა და ადამიანობას სკოლაში ვერ ისწავლის
- +

28 ნოემბერი. 2016. 11:05



განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ „გვინდა ისეთი სკოლა, რომელიც ბავშვს იმისთვის ამზადებს, რაც ცხოვრებაში დასჭირდება".



დღეს ითვლება, რომ მხოლოდ სწავლაა სკოლის მთავარი ფუნქცია. ბავშვმა თუ იცის ფიზიკა, მაგრამ ვერ იტანს მეზობლებს, რა არის ამაში მოსაწონი? ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ყველას ქიმია და ფიზიკა, თუ მეგობრობას, გვერდში დგომასა და ადამიანობას სკოლაში ვერ ისწავლის. ჩემს დროს სკოლაში ასწავლიდნენ, რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედად უნდა ყოფილიყავი, ჯგუფური მუშაობა არ შეიძლებოდა, რადგან კარნახად და მაიმუნობად ითვლებოდა. როდესაც კომაროვი ოქროს მედალზე დავამთავრე და გარეთ გამოვედი, აღმოვაჩინე, რომ შენს უნარებზე კი არ არის აგებული ცხოვრება, სხვა ადამიანების გვერდში დგომაზე. ჩვენ გვინდა ისეთი სკოლა, რომელიც იმისთვის ამზადებს ბავშვს, რაც ცხოვრებაში დასჭირდება. დღემდე ველოდები, როდის გამომადგება დედაქალაქების ზეპირად ცოდნა, 43 წლის ვარ და ჯერ არ დამჭირვებია", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner