logo_geo
eng_logo
„წინა წლებთან შედარებით სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა გაცილებით ეფექტურია“
- +

28 ნოემბერი. 2016. 11:09



მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ კითხვაზე, რამდენად ეფექტურია პროკურატურა ტრანსგენდერთა მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტების აღმოფხვრისთვის, განაცხადა, რომ მის წლიურ ანგარიშში ერთ-ერთ თავად სწორედ სიძულვილის მოტივით განპირობებული დანაშაულების მიმართ პროკურატურის მიერ განხორციელებულ სისხლის სამართლებრივ დევნაზეა საუბარი.



ეს არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი. მოხდა პროკურორების გადამზადება ამ მიმართულებით, რათა სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება აღნიშნული დანაშაულების მიმართ იყოს ეფექტური. გამოცემული გვაქვს შესაბამისი რეკომედაციაც. ანგარიშში მოცემულია სტატისტიკა და იქ ნახავთ, რომ წინა წლებთან შედარებით მსგავსი დანაშაულების წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლა გაცილებით ეფექტურია", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner