მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ კითხვაზე, რამდენად ეფექტურია პროკურატურა ტრანსგენდერთა მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტების აღმოფხვრისთვის, განაცხადა, რომ მის წლიურ ანგარიშში ერთ-ერთ თავად სწორედ სიძულვილის მოტივით განპირობებული დანაშაულების მიმართ პროკურატურის მიერ განხორციელებულ სისხლის სამართლებრივ დევნაზეა საუბარი.
„ეს არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი. მოხდა პროკურორების გადამზადება ამ მიმართულებით, რათა სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება აღნიშნული დანაშაულების მიმართ იყოს ეფექტური. გამოცემული გვაქვს შესაბამისი რეკომენდაციაც. ანგარიშში მოცემულია სტატისტიკა და იქ ნახავთ, რომ წინა წლებთან შედარებით მსგავსი დანაშაულების წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლა გაცილებით ეფექტურია", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.