logo_geo
eng_logo
ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭოს ანგარიშს წარუდგენს
- +

28 ნოემბერი. 2016. 12:02



საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭოს ერთი წლის ანგარიშს წარუდგენს.

შოთაძემ საპროკურორო საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ანგარიში ძირითადად საქართველოს პროკურატურაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმას შეეხება, ასევე უწყების მიღწევებსა და განვითარების სტრატეგიას. მისივე თქმით, საპროკურორო საბჭოს წევრებს ინფორმაციას მიაწვდის პროკურატორის განვითარების ექვსწლიან სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე, ასევე ისაუბრებს უწყების სტრატეგიულ მიმართულებებზე და ხაზს გაუსვამს გადაწყვეტილების მიღების პროცესში პროკურორთა დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასა და დაზარალებულთა ინტერესების დაცვას, რომელიც, მისი თქმით, პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.



ირაკლი შოთაძის თქმით, ის ასევე იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილებს ყურადღებას, როგორიცაა ლიბერალური სისხლის სამართლის პოლიტიკა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ოჯახური დანაშაულის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, სქესობრივი კავშირი 16 წლის ასაკს მიუღწეველთან, რელიგიური, დისკრმინაციული და სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, ტრეფინკინგის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, შეზღუდული შესაძლებობების მქონე პირთა უფლებების დაცვა და ამ მიმართულებით გატარებული ღონისძიებები.



საბჭოს წევრებს მივაწვდი ინფორმაციას მთავარი პროკურატურის მიერ უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებისა და დაზარალებულთა აღდგენის უფლებებზე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების მქონე საქმეებზე, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და განაჩენების მაჩვენებლებზე, გენერალური ინსპექციის მუშაობის შედეგებზე და დანაშაულის პრევენციის კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.


მისივე თქმით, ის საპროკურორო საბჭოზე ყურადღებას გაამახვილებს იმ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოს პროკურატურამ გადადგა გამოძიებისა და საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლების მიმართულებით.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner