logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: მასწავლებლების საგამოცდო სისტემა არასწორად იყო შედგენილი
- +

28 ნოემბერი. 2016. 12:10



განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავამ გაზეთ „კვირის პალიტრისთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ მასწავლებლების საგამოცდო სისტემა არასწორად იყო შედგენილი.



რაც შეეხება მასწავლებლების საკითხს, გამოცდის სისტემა არასწორად იყო შედგენილი. პროგრამაც გადატვირთული და არაადეკვატურია, რომლის ბაზაზეც გამოცდების სისტემა შეიქმნა, თანაც როგორც კი შეიცვალა პროგრამა, შეიცვალა ტესტებიც და მასწავლებელს ვეუბნებით: შენ რომ ოცი წლის წინ დაამთავრე პედაგოგიური, სულ სხვა საკითხი ისწავლე, ახლა მე შენ ცოდნას შარშანდელი სტანდარტით გთხოვ. ამ პრინციპით მინისტრებიც შემიძლია გამოცდებზე ჩავჭრა. ამ ვითარების გამოსასწორებლად უკვე შექმნილია სისტემა, სადაც აქცენტი იქნება ქულების, ანუ კრედიტების დაგროვებაზე. მასწავლებელს შემდეგი დონის მისაღწევად 20 კრედიტის დაგროვება დასჭირდება. კერძოდ, 5 კრედიტი - პედაგოგიკის კუთხით, 5 - კონკრეტულ საგანში, 5 - სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობისა და მშობლებთან კომუნიკაციისთვის. პიროვნების ფაქტორს გამოცდა აქამდე არ ითვალისწინებდა - ვინც გინდა, ის იყავი, მთელი კლასი რომ შენზე გიჟდებოდეს, თუ ქიმიის ერთი ფორმულა შეგეშლება, სახლში გაგიშვებენ. ძიძა რომ მოგყავთ სახლში, ნიშნების ფურცელს ხომ არ უმოწმებთ, ეკითხებით, როგორი ადამიანია", - განაცხადა ალექსაანდრე ჯეჯელავამ.

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner