logo_geo
eng_logo
დნეპრის მერი უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას ითხოვს
- +

28 ნოემბერი. 2016. 12:15



უკრაინის ქალაქ დნეპრის (ყოფილი დნეპროპეტროვსკის) მერი ბორის ფილატოვი ოდესის ყოფილი გუბერნატორის და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან ექსტრადირებას ითხოვს. ფილატოვს არ მოეწონა სააკაშვილის სიტყვები უკრაინის დეცენტრალიზაციის შესახებ. კერძოდ, კიევში გამართულ მიტინგზე მან განაცხადა, რომ დეცენტრალიზაცია ადგილებზე კორუფციას გამოიწვევს.



რეგიონებმა ძლივს იგრძნეს შვება და ახლა ის მოითხოვს, რომ მათ ფინანსური დამოუკიდებლობა ჩამოერთვათ. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ მე უკრაინიდან მის ექსტრადირებას მოვითხოვ", - განაცხადა ბორის ფილატოვმა.

 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner