logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: ვოცნებობ ახალ „კომბლეზე“, რომელიც შრომობს და ცხვარს უვლის
- +

28 ნოემბერი. 2016. 12:49



განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ოცნებობს ახალ „კომბლეზე", რომელსაც ზღაპრის დასაწყისში ორასი ცხვარი ჰყავს, დასასრულს კი - 220, მთელი დღე კომბლებს კი არ თლის, რამდენიმე კომბალი აქვს, შრომობს და ცხვარს უვლის.



მინისტრმა, ასევე, განათლების სისტემის რეფორმის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, რეფორმების განხორციელებაში მხარს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უჭერს.



პრემიერის მხარდაჭერა რომ დავკარგო, ხვალვე წავალ. რეფორმები ჩემი კი არა, პრემიერის გეგმის ნაწილია. ჩემი მოსვლა პრემიერის ფაქტორმა და მასთან მრავალწლიანმა ურთიერთობამ განაპირობა. მანამდე მსგავსი შემოთავაზება 13-ჯერ მივიღე, თუმცა უარს ვამბობდი. რაც შეეხება მინისტრთა ახალ კაბინეტს, არსებული გადაჯგუფებით კმაყოფილი ვარ", - აცხადებს მინისტრი.



მინისტრი ინტერვიუში ასევე ყურადღებას ამახვილებს „კომბლეს" გარშემო საზოგადოებაში ატეხილ ხმაურზე.



როდესაც ადამიანს რამდენიმე წლის განმავლობაში ეუბნებიან, რომ ლურჯი ტანსაცმელი უხდება, ერთ მშვენიერ დღესაც კი ვინმე ეტყვის, რომ ეს ფერი სულ არ უხდება, მისი პირველი რეაქცია აუცილებლად ნეგატიური იქნება. დღეს საზოგადოებაში ტაბუირებული საკითხებია - გვიყვარს ჩვენი კულტურა, ასეთებს შორის მეც ვარ, ვეფხისტყაოსანს", პრაქტიკულად, ყოველდღე ვკითხულობ", - აცხადებს ჯეჯელავა.



ჯეჯელავა პარლამენტის ყოფილი წევრის ლევან ბერძენიშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ყოფილი დეპუტატის მოსაზრებით, „მინისტრი „კომბლეს" შემდეგ „ვეფხისტყაოსანს" დაიწუნებს".



მადლობა ღმერთს, ლევან ბერძენიშვილმა რაც თქვა, გადამწყვეტი არ გახლავთ. ბერძენიშვილს ან ვინმეს თუ ჰგონია, რომ მას რაც უყვარს, ის უნდა მივაწოდოთ ახალგაზრდა თაობას, მცდარ აზრზეა. თუ განათლების საკითხი ამ მიდგომით განისაზღვრა, დაღუპული ვყოფილვართ. საზოგადოებამ თავის გმირებს განვითარების თვალსაზრისით უნდა შეხედოს", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.






 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner