საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ის დანაპირებს აუცილებლად შეასრულებს და შემდეგ ახალ მთავარ პროკურორს გაცილებით დამოუკიდებელ, განვითარებულ და კანონის უზენაესობისკენ მიმართულ პროკურატურას ჩააბარებს.
„რაც შეეხება ჩემს ერთწლიან საქმიანობას, ჩემი მხრიდან ჩემი საქმიანობის შეფასებას გვერდს ავუვლი, ეს არის საზოგადოების შესაფასებელი. ერთი შემიძლია ვთქვა - ჩემი პირველი დაპირება იყო, რომ ექვსი წლის შემდეგ ახალ მთავარ პროკურორს ჩავაბარებდი გაცილებით დამოუკიდებელ, განვითარებულ და კანონის უზენაესობისკენ მიმართულ პროკურატურას. ამ დანაპირებს აუცილებლად შევასრულებ და თქვენ დარწმუნდებით ამაში", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.