თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიისთავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის ინიციატივითა და ორგანიზებით, დედაქალაქისმუნიციპალურ ბიბლიოთეკებში მსოფლიო პოეზიის დღე აღინიშნა.
ღონისძიება მირზა გელოვანის სახელობის მუნიციპალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა და მასსაკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, ამავე კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ზაქარია კოლელიშვილი და მერიის კულტურისსაქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში, მირზა გელოვანის სახელობის მუნიციპალურ ბიბლიოთეკაშიდაცულ მსოფლიო ხალხთა ენებზე გამოცემულ პოეტურ ნაკრებთა გამოფენა მოეწყო, ხოლოქართველმა პოეტებმა და მსახიობებმა საკუთარი და მსოფლიო პოეზიის ნაწარმოებებიწაიკითხეს.
საღამო მუსიკალურად კოტე ფოცხვერაშვილის სახელობის მე-7 მუნიციპალური ხელოვნებისსკოლის მოსწავლეებმა გააფორმეს.
მირზა გელოვანის სახელობის მუნიციპალური ბიბლიოთეკა 81 ათაზე მეტ წიგნად ფონდსაერთიანებს, სადაც გამოცემები მსოფლიოს ყველა ენაზეა წარმოდგენილი.
21 მარტი მსოფლიო პოეზიის დღედ UNESCO-მ 1999 წელს გამართულ 30-ე გენერალურკონფერენციაზე დააწესა და ის პირველად პარიზში აღინიშნა.