logo_geo
eng_logo
როგორ გავზარდოთ ინტერნეტის სიჩქარე პაკეტის შეუცლელად?!
- +

28 ნოემბერი. 2016. 14:10


 

 

„სილქნეტის" რჩევები მომხმარებლებს

დიდი კომფორტია, როცა მომხმარებელს შეუძლია მინიმალური დანახარჯებით, მიიღოს გაზრდილი სიჩქარე ინტერნეტზე. „ბუსტის" შეთავაზება ინტერნეტის მინიმალური პაკეტის აბონენტებისთვის 18 თვის განმავლობაში გაორმაგებულ სიჩქარეს უზრუნველყოფს. თვეში მხოლოდ  4 ლარის დამატებით, სხვა პაკეტის მომხმარებელს 10 მბ/წმ-ით უზრდის სიჩქარეს. თუ ტექნიკურად შესაძლებელია მომატებული სიჩქარის მიწოდება, შეთავაზება DSL ქსელზეც ვრცელდება. იმ მომხმარებელს, ვინც უკვე სარგებლობს ორმაგი/სამმაგი (DSL/ოპტიკური) მომსახურებით, გაცილებით მეტი თანხა დაეზოგება, თუ წლის ბოლომდე „კომბოს" აქციაში ჩაერთვება: არსებულ გადასახადზე, თვეში 7 ლარის დამატებით შეძლებს „ბუსტის" გაზრდილი სიჩქარეც გაიაქტიუროს და 1 თემატური პაკეტიც დაიმატოს. 



 „სილქნეტის" ოპტიკური ქსელში  მინიმალური პაკეტის სიჩქარე 10მგბ/წმ-ია. თუმცა, არის შემთხვევები, როცა მომხმარებელს მეტი წარმადობა სჭირდება დღის გარკვეულ მონაკვეთში. ამ შემთხვევაში დამატებითი მომსახურების გამოყენება შეუძლია: 

„ტურბო ღილაკი"

„ტურბო ღილაკის" გააქტიურებით 2 საათის განმავლობაში მომხმარებელი იღებს 100 მბ/წმ-მდე გაზრდილ სიჩქარეს. ამ პერიოდში შესაძლებელია  სწრაფად მიიღოს და გააგზავნოს მონაცემები, ისარგებლოს ისეთი კონტენტით, რომლისთვისაც მაღალი სიჩქარეა საჭირო. ტურბო ღილაკის პირველი აქტივაცია უფასოა, ყოველი მომდევნო - 1,5 ლარი.


„ტურბო ღილაკის" აქტივაცია დროებით, ინტერნეტ პაკეტის შეუცვლელად, Mysilknet.com-ის პორტალიდანვე ხდება.

„ღამის ექსპრესი"

ინტერნეტ სიჩქარის ღამის საათებში 50 მბ/წმ-მდე გაზრდას „ღამის ექსპრესის" შეთავაზება უზრუნველყოფს.  ეს სიჩქარე 00:00 სთ-დან - დილის 08:00 სთ-მდე მოქმედებს. მომხმარებელს „ღამის ექსპრესის" მომსახურების საფასური 5 ლარი, ყოველთვიურად, სააბონენტო გადასახადთან ერთად ერიცხება. მომსახურების გააქტიურება ან გაუქმება Mysilknet.com-ის პორტალიდან ხდება



ამ შეთავაზებებით სარგებლობა შეუძლიათ ფიზიკურ პირებს, რომლებიც ოპტიკური ქსელით სარგებლობენ თბილისსა და რეგიონში: ბათუმი, ქუთაისი, ფოთი, ზუგდიდი, ხაშური, გორი, ზესტაფონი, თელავი,  რუსთავი.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner