ყირიმში კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ვერტმფრენი „რობინსონი" სიმფეროპოლ-ალუშტას ავტომაგისტრალის მახლობლად, სოფელ ვინოგრადნოესთან ჩამოვარდა.
რეგიონული საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ინციდენტის ადგილას მაშველები მუშაობენ.
ვერტმფრენი იალტიდან ბელოგორსკში მიფრინავდა.