logo_geo
eng_logo
ყირიმში კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნას სამი ადამიანი ემსხვერპლა
- +

28 ნოემბერი. 2016. 14:16



ყირიმში კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ვერტმფრენი „რობინსონი" სიმფეროპოლ-ალუშტას ავტომაგისტრალის მახლობლად, სოფელ ვინოგრადნოესთან ჩამოვარდა.



რეგიონული საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით,  ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ინციდენტის ადგილას მაშველები მუშაობენ.



ვერტმფრენი იალტიდან ბელოგორსკში მიფრინავდა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner