logo_geo
eng_logo
რუსმა ექიმებმა კიბოს დამარცხება შეძლეს
- +

28 ნოემბერი. 2016. 14:29



რუსი მკვლევარების ჯგუფმა, პროფესორ ალექსანდრ კისლიოვის ხელმძღვანელობით, სიმსივნის საწინააღმდეგო ნაერთი მიიღეს, რომელსაც შეუძლია კიბოს დამარცხება.



კვლევის დროს აღმოჩნდა, რომ ამ ქიმიურ ნაერთს შეუძლია დაავადების დამარცხება იმ ეტაპზეც კი, როდესაც პაციენტს ქიმიოთერაპია უტარდება. ნივთიერების ტესტირება უკვე ჩატარდა ზღვის ზღარბის ემბრიონსა და ადამიანის კიბოს უჯრედებზე, წერს გაზეთი „Известия".



მეცნიერებმა სულ 37 ნაერთი შექმნეს, რომელიც ეფექტურად ებრძვის დაავადებას, მათგან, 12 საერთოდ ანელებს ან აჩერებს კიბოს უჯრედების გამრავლებას.



პროფესორ ალექსანდრე კისელიოვის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ტესტირება ორი წლის განმავლობაში წარმატებული იქნება ცხოველებზე, ის შეიძლება ადამიანებზეც გამოიცადოს.



კისელოვის ოპტიმიზმს ყველა ექიმი არ იზიარებს. რუსეთის კიბოს კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილის დავით ზარიძის განცხადებით, ნაერთის აღმოჩენა მნიშვნელოვანია, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი მისი დაავადებულ ადამიანებზე გამოცდაა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner