logo_geo
eng_logo
ირაკლი შოთაძე: პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების ინტერნეტში განთავსებასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება
- +

28 ნოემბერი. 2016. 14:35



მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების ინტერნეტში განთავსებასთან დაკავშირებით სხვდასხვა ქვეყანაში 20-ზე მეტი შუამდგომლობაა გაგზავნილი.



ამ ფაქტებზე ის პირები, ყოფილი საჯარო მოხელეები, ვინც უშუალოდ იყო ჩართული ამ კადრების შექმნა-დაგროვებაში, პასუხისგებაში არიან მიცემული და მიმდინარეობს საქმეების არსებითი განხილვა. რაც შეეხება ინტერნეტსივრცეში კადრების გავრცელების შესახებ გამოძიებას, ეს გამოძიება გრძელდება. მესმის, რომ დიდი დრო გავიდა, მაგრამ ზოგადად მსგავსი საქმეების სპეციფიკა განსხვავებულია. ჩვენ გვაქვს 20- ზე მეტი სამართლებრივი შუამდგომლობა გაგზავნილი არაერთ ქვეყანაში. თუ იმ ქვეყნებიდან ვერ მივიღებთ შესაბამის ინფორმაციასარ გვაქვს უფლება, რომ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩავატაროთ სხვა ქვეყანაში. ეს ვიდეოკადრები ინტერნეტსივრცეში ატვირთულია სხვა ქვეყნებიდან და არა საქართველოდან, შესაბამისად, ჩვენ ველოდებით ამ სამართლებრივი შუამდგომლობების პასუხს, რომელთა მიღების შემთხვევაში მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner