„სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდში, შემოსული პროექტების რაოდენობის უპრეცედენტო მაჩვენებელი დაფიქსირდა!", - ამის შესახე facebook-ზე ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის თავმჯდომარე ირაკლი ჟორჟოლიანი წერს.
მისი ინფორმაციით, უწყებაში პროექტები ქვეყნის ყველა რეგიონიდან შევიდა.
„მსგავსი აქტივობა მე არ მახსოვს. პროექტები შემოვიდა აბსოლუტურად ყველა რეგიონიდან. განსაკუთრებით სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ხარისხის სტანდარტი ბევრად აწეულია, რაც საინტერესო სერვისების და სტრატეგიული ინტერვენციების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. წლევანდელი წელი იქნება ურთულესი, გადაწყვეტილების მიღების პროცესის დროს, რასაც ვიმედოვნებ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები გაგებით მოეკიდებიან. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წლევანდელი წელი სახელმწიფო ახალგაზრდულ პოლიტიკაში იქცეს ერთგვარ გარღვევად. ყველას გისურვებთ წარმატებას და ფონდის სახელით კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ასეთი ნდობისთვის!", - წერს ჟორჟოლიანი.