logo_geo
eng_logo
ირმა ჭკადუა: ირაკლი შოთაძის ანგარიში შთამბეჭდავი იყო
- +

28 ნოემბერი. 2016. 14:46



ადვოკატმა ირმა ჭკადუამ პროკურატურის მუშაობის ერთწლიანი მუშაობის შეჯამების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ანგარიში იყო ძალიან შთამბეჭდავი, გასაგებ ენაზე დაწერილი.



მისი თქმით, ირაკლი შოთაძეს რამდენიმე კითხვა დაუსვა, მათ შორის პოლიტპატიმრების სტატუსთან დაკავშირებით.


ჩემი კითხვები ეხებოდა, პოლიტპატიმრების თემას, ძალიან მტკივნეულია მათთვის რომ, ისინი დღეის მდგომარეობით არიან პოლიტპატიმრები და ამავდროულად არიან ნასამართლეობის სტატუსით, როგორ მოხდება მათი განაჩენების გადახედვა. ჩემი კითხვა ასევე ეხებოდა საკლუბო ნარკოტიკების თემასაც, საუბარია ამ მუხლის გადახედვაზე, ვიკითხე პროკურორების მიდგომასთან დაკავშირებით სხვადასხვა დანაშაულების მიმართ, მათ შორის 117-ე მუხლზე, რომელიც გულისხმობს განზრახ დაზიანებას, სადაც სასანქციო ნაწილი არის 11 წელი, მაშინ როცა მკვლელობაზე არის 8 წელი, აშკარად შეუსაბამოა და ვფიქრობ, საკანონდებლო ბაზა უნდა დაიხვეწოს. ვიდრე აიხვეწა, ვფიქრობ, პროკურორებმა აქტიურად უნდა გამოიყენონ საპროცესო შეთანხმება", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner