logo_geo
eng_logo
ირაკლი შოთაძე: მიმდინარეობს ღონისძიებები, რათა დადგინდეს, თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ძებნილი პირი მარტო მოქმედებდა თუ არა
- +

28 ნოემბერი. 2016. 14:57



საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ერთი პიროვნება მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში, იმყოფება მიმალვაში და მის მიმართ გამოცხადებულია ძებნა.



მიმდინარეობს ყველა საჭირო საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, რათა დადგინდეს, აღნიშნული პირი მოქმედებდა თუ არა მარტო, რა მოტივი ამოძრავებდა მას და საქმისთვის სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე. გვესმის, მაღალია საზოგადოების ინტერესი ამ საქმისადმი და გამოძიების სიახლეებზე აუცილებლად მივაწვდით ყველას ინფორმაციას", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner