logo_geo
eng_logo
ირაკლი შოთაძე კრწანისის სამხედრო ბაზაზე მომხდარ შემთხვევაზე: გამოძიება დასკვნით ეტაპზეა
- +

28 ნოემბერი. 2016. 15:09



საქართველოს მთავარმა პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, კრწანისის სამხედრო ბაზაზე მომხდარზე გამოძიება დასკვნით ეტაპზეა.



ამ ეტაპზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გუშაგი მოქმედებდა შიდა ინსტრუქციებით და შიდა ბრძანებების ფარგლებში. დანარჩენს რაც შეეხება, გამოძიება დასკვნით ეტაპზეა. მიღებული იქნება სამართლებრივი გადაწყვეტილება და ამის შესახებ გავრცელდება განცხადება", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.



შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს კრწანისის სამხედრო ბაზაზე ინციდენტი მოხდა. სამხედრო ბაზაზე სამმა პირმა შეღწევა სცადა, ერთ-ერთი მათგანი, გუშაგის მიერ გასროლას ემსხვერპლა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner