განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის მრჩეველი ოთო აბესაძე კურიოზულ ფაქტზე წერს, რომელიც მას 2013 წელს, „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეობისას შეემთხვა:
„სოსო გოგაშვილის ისტორიაზე გამახსენდა ვიღაც თაღლითი რომ იბრალებდა მის მონაცემებს და ხალხს ფულს სძალავდა.
2013 წელია „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარ, შენობაში მოწევა არ შეიძლება და ოფისის წინ კარებთან ვეწევი სიგარეტს. მომიახლოვდა ერთი საშუალო ასაკის კაცი და სიგარეტი მთხოვა. შემდეგ გამომელაპარაკა:
- აქ მუშაობ ძმა?
- დიახ, აქ ვმუშაობ.
- ახლახანს გამოვედი, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა ახალგაზრდულის ხელმძღვანელი რომ არის, ოთო ხო იცი? აი მასთან.
- უი რა საინტერესოა მერე?
- არაფერი ჩემი ბავშვობის ძმაკაცია, ახლა საარჩევნოდ რამდენიმე ქალაქის ახალგაზრდულის კურატორობა დამავალა და ბოლო დეტალებს ვაზუსტებთ.
- ძალიან კარგი, გილოცავთ.
- შენ იცნობ ოთოს?
- კი, როგორ არა, მისი თანაშემწე ვარ
- ხო, ძალიან მაგარი კაცია, „იმენა" ძმაა. კარგი, წავედი ახლა მელოდება უნდა ავიდე...
გაოგნებული ვუსმენდი და 1 საათში შეხვედრების ოთახში დამხვდა. ბევრი ხალხი იყო და რომ დავიწყე ლაპარაკი, დავინახე, გამეცინა, დამინახა, მიხვდა და ამის მერე საერთოდ არ მინახავს არსად", - წერს აბესაძე.