logo_geo
eng_logo
„მოსახლეობის დიდ ნაწილს კრედიტები ბანკებიდან დოლარში აქვს გამოტანილი, ჩვენ გვაქვს მოსაზრება, რომ მოვახერხოთ ამ კრედიტების ლარში გადაყვანა“
- +

28 ნოემბერი. 2016. 16:29



ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ დღეს ყველაზე მტკივნეული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის არის დოლარის გამყარება ლართან მიმართებაში, რადგან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს კრედიტები დოლარში აქვთ გამოტანილი.



დღეს ყველაზე მტკივნეული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის არის ზუსტად დოლარის გამყარება ლართან მიმართებაში, რადგან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს კრედიტები ბანკებიდან დოლარში აქვს გამოტანილი და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მათთვის ძალიან მძიმეა. ჩვენ გვაქვს მოსაზრება იმის, რომ მოვახერხოთ ამ კრედიტების ლარში გადაყვანა, ხელი შეუწყოს და დაეხმაროს ხელისუფლება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტის განხორციელება გარკვეული შვება იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს პრობლემა აწუხებთ", - განაცხადა კახა კალაძემ.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner