მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, საფუძველი რომ ყოფილიყო, შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ გამოძიება უკვე დაიწყებოდა:
„ვფიქრობ, ჩვენს პრესრელიზში საკმაოდ დეტალურად აღვწერეთ ის შედეგები, რაც გამოძიებას ჰქონდა, კონკრეტულად საუბარი იყო იმ არაერთ საგამოძიებო მოქმედებაზე, რომელიც ჩვენს მიერ ჩატარდა. თავის დროზე მოვუწოდე განმცხადებელ ელისაშვილს, რომ ეთანამშრომლა გამოძიებასთან და დაესახელებინა ის პირი, რომელსაც მისი განცხადებით, ჰქონდა ინფორმაცია შესაძლო კორუფციული დანაშაულის ჩადენის შესახებ. თუმცა მან ეს არ გააკეთა. შესაბამისად, ჩვენ თავშივე ვიყავით მოკლებული შესაძლებლობას, რომ ამ საქმეზე რაიმე რეალური შედეგი გვქონოდა.
საფუძველი რომ ყოფილიყო ელისაშვილის წინააღმდეგ, გამოძიება უკვე დაიწყებოდა, ჩვენ ამას არ განვიხილავთ და საქმე დახურულია", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.