logo_geo
eng_logo
„ვანომ თქვა, არცერთი ადამიანი არ უნდა წავიდეს გაულახავიო“
- +

28 ნოემბერი. 2016. 16:31



2007 წლის შვიდი ნოემბრის საქმეზე საქალაქო სასამართლოში მოწმის სტატუსით დაიკითხა ვასილ მაღლაფერიძე , რომელიც 2007 წელს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი იყო.


მაღლაფერიძემ მაშინდელი შს მინისტრის კაბინეტში გამართული თათბირი გაიხსენა.



ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართულ თათბირს მაშინდელი მაღალჩინოსნები: დათა ახალაია, ზურაბ ადეიშვილი და დავით კეზერაშვილი ესწრებოდნენ. ვანო თქვა, ბოლო პერიოდში, ოპოზიცია ძალიან გაბლატავდა", ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ რაც ნაბიჯ-ნაბიჯ მოვიპოვეთ, ამათ უნდათ ,რომ ორ-სამ დღეში წაიღონ. ასე არ გამოვა ეს ამბავი, კუდ- აქვს ეს ამბავი უკვე დავალებული, მართალია, ბევრი ხალხი არ ჩამოვიდა, მაგრამ არც ერთი ადამიანი არ უნდა წავიდეს გაულახავი, აქ არის გენერალური პროკურორი და ნებართვას გვაძლევსო. ზურაბ ადეიშვილს გაეცინა და ხუმრობით თქვა - მე არაფერი არ ვიცი და არ მესმისო, ჩემს აზრს ბოლოს გეტყვითო. თქვენ გყავთ უამრავი ნაცნობი სპორტსმენი, მომღერალი, ზოგი დააშინეთ, ზოგი მოისყიდეთ, აქ არის კეზერაშვილი, არიან ბიზნესმენები, რომლებიც ეპარქიებს აფინანსებენ რომ მღვდლებმა სისულელეები არ თქვანო, უთხარით, რომ ამას კეზერაშვილი მიხედავსო",- განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.



ცნობისთვის, 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2 აგვისტოს შეეფარდათ. აღნიშნულ საქმეზე, ვანო მერაბიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner