logo_geo
eng_logo
საარჩევნო პერიოდში სამართალდამცავი ორგანოების მიერ სისხლის სამართლის 111 საქმეზე დაიწყო გამოძიება
- +

28 ნოემბერი. 2016. 16:38



მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ერთწლიან სამუშაო ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე და შემდგომ პერიოდთან დაკავშირებულ ყველა დარღვევაზე საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელდა მყისიერი რეაგირება.



მედიასაშუალებებით გავრცელებულ ყველა ფაქტსა და სამართალდამცავ ორგანოებში შესულ ყველა განცხადებაზე, რომლებიც შეეხებოდა არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებულ დარღვევებს, უწყებათაშორის კომისიას მუდმივად მიეწოდებოდა ინფორმაცია პროკურატურის რეაგირების თაობაზე.

პროკურატურის ზედამხედველობით სამართალდამცავი ორგანოების მიერ უმოკლეს ვადებში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის 111 საქმეზე, მათგან 20 საქმეზე შეწყდა გამოძიება დანაშაულის არარსებობის გამო; 15 საქმეზე 24 პირის მიმართ სხვადასხვა კვალიფიკაციით დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. ამჟამად მიმდინარეობს რამდენიმე დევნადაწყებული საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში. საქართველოს პროკურატურა აგრძელებს აქტიურ მუშაობას საარჩევნო პერიოდში გამოვლენილი დანაშაულის ფაქტებზე სათანადო საპროცესო ხელმძღვანელობისა და დროული სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიმართულებით",- ნათქვამია მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ერთწლიან სამუშაო ანგარიშში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner