logo_geo
eng_logo
2016 წლის იანვრიდან დღემდე საქართველოს პროკურატურაში 13 ბრიფინგი ჩატარდა
- +

28 ნოემბერი. 2016. 16:56



საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ანგარიშში საზოგადოებასთან ურთიერთობას, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, მოქალაქეებთან შეხვედრის ახალი წესის და ელექტრონული პროგრამის დანერგვაზე, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების სამსახურზეც არის საუბარი.


ანგარიშის თანახმად, მოქალაქეების ინფორმირების მიზნით, 2016 წლის იანვრიდან დღემდე საქართველოს პროკურატურაში ჩატარდა 13 ბრიფინგი და გამოქვეყნდა 198 პრესრელიზი.



საქართველოს პროკურატურა ღიაა საზოგადოების თითოეული წევრისთვის და მზად არის მოუსმინოს ყველა მოქალაქეს, რომელიც ფიქრობენ, რომ მათი პრობლემის მოგვარება პროკურატურის კომპეტენციაა.

ამ მიზნით საქართველოს პროკურატურამ დახვეწა მოქალაქეებთან შეხვედრის სისტემა, რომლითაც ყველა მოქალაქის თხოვნა პროკურორთან შეხვედრის შესახებ უმოკლეს ვადებში დაკმაყოფილებული იქნება. მთავარი პროკურორის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტულია მოწმისა და დაზარალებულთა ინტერესების გათვალისწინება. გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები მოწმისა და დაზარალებულთა კოორდინატორთა სამსახურის გასაუმჯობესებლად და ამ ეტაპზე ხორციელდება მისი რეფორმირება. რაც შეეხება საჯარო ინფორმაციის გაცემას, როგორც ანგარიშშია მოცემული, საქართველოს პროკურატურაში 9 თვის მანძილზე საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 252 განცხადება შევიდა, რომელთაგან სრულად დაკმაყოფილდა 140", - ნათქვამია ანგარიშში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner