logo_geo
eng_logo
მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 47 ფაქტი დაფიქსირდა
- +

28 ნოემბერი. 2016. 17:03



საქართველოს პროკურატურის მიერ საპროკურორო საბჭოსადმი წარდგენილი ანგარიში მოქალაქეთათავის იძულებით ჩამორთმეული ქონების დაბრუნების თემასაც მოიცავს.


ანგარიშის მიხედვვით, „ამ ეტაპზე, გამოძიებული და გახსნილია მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 47 ფაქტი და მხილებულია 32 საჯარო მოხელე, რომელთაგან 23-ის მიმართ, გამოძიების წინაშე მათი განსაკუთრებული თანამშრომლობის გამო, გამოიყენეს დისკრეცია; 2 საჯარო მოხელის მიმართ შეწყდა გამოძიება მათი გარდაცვალების გამო, ხოლო 7 პირის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა.



ქონების იძულებით ჩამორთმევის ფაქტების გამოძიების შედეგად დაზარალებულად იქნა ცნობილი 85 პირი, რომელთაც პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდათ 71 ავტომანქანა, 12 მიწის ნაკვეთი, ასევე სხვადასხვა დასახელების უძრავი და მოძრავი ქონება, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 17 930 338 ლარს", - აღნიშნულია პროკურატურის ანგარიშში.



2016 წლის 24 ივნისს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილება გახდა კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის ეფექტიანი და სამართლებრივად სწორი მექანიზმი. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, ამ ეტაპისათვის საქართველოს პროკურატურამ 16 მსჯავრდებულის მიმართ მიიღო გადაწყვეტილება განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის თაობაზე, საიდანაც 2 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი. აღნიშნულ საქმეებზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა როგორც გამოძიების დროს მოპოვებული, ასევე სასამართლო განხილვის მასალები, მოიპოვეს ახალი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გამოირიცხა ხსენებული პირების მიერ იმ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რისთვისაც ისინი იყვნენ მსჯავრდებულნი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner