logo_geo
eng_logo
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში, ვაშნარი-ნაქალაქარის ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს
- +

28 ნოემბერი. 2016. 17:27




ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში, ვაშნარი-ნაქალაქარის ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და გურიის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით ხორციელდება.


არქეოლოგიური სამუშაოების მიმდინარეობას დღეს გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან და მეუფე იოსებთან ერთად გაეცნო.


„ტურიზმის განვითარებისთვის ვაშნარის ძეგლი არის უნიკალური და მნიშვნელოვანი, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ მოეპოვება. ვფიქრობ, საზოგადოებამ უფრო მეტად უნდა გაიგოს ვაშნარის ისტორიისა და უნიკალურობის შესახებ. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ გადაწყვეტილებაში, რომელიც რეგიონის განვითარებისთვის იქნება საჭირო მაქსიმალური მხარდაჭერა აღვუთქვათ", - აღნიშნა გია სალუქვაძემ.


როგორც არქეოლოგმა, აკადემიკოსმა ვაჟა სადრაძემ განმარტა ამჟამად ვაშნარი-ნაქალაქარზე არქეოლოგიური კვლევა-ძიება მიმდინარეობს. ხდება მთლიანი პერიმეტრის გაწმენდა და ძირითადი აქცენტი კეთდება ბაზილიკის, მავზოლეუმისა და საგალავნო სისტემის შესწავლაზე.

 


ადრეშუასაუკუნეების ხანის (IV-VIII წწ.) ძეგლი მდებარეობს სოფ. გურიანთაში მდინარეების ნატანებისა სკურდუმის შესართავთან; ისტორიკოს-მკვლევართა მიერ ძეგლი ადრე შუასაუკუნეების მნიშვნელოვან სამონასტრო კომპლექსადაა მიჩნეული (თავისი ციხე ქალაქით, წამებულის განსასვენებლით-მარტირიუმით, საკათედრო ტაძრით-სამნავიანი ბაზილიკით და სასიმაგრო სისტემით). მეცნიერთა მოსაზრებით, კომპლექსი აიგო IV საუკუნეში და VIII საუკუნის შუა წლებში შეწყვიტა არსებობა. სავარაუდოდ ციხე-ქალაქი დაინგრა მურვან ყრუს შემოსევების შედეგად.


პირველად 1949 წელს, აქ გათხრები აწარმოა ივ.ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ.


 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner