ავტორი ნინო ჯიბუტი
მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე საქართველოს პარლამენტში ინიციატივით შევიდა, რომ განხორციელდეს საკონსტიტუციო შესწორება და ქორწინება განისაზღვროს, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა.
„საკონსტიტუციო შესწორების არსი მდგომარეობს შემდეგში, რომ ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით, მამაკაცისა და ქალის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც ემყარება მეუღლეების უფლებრივ თანასწორობას. საკონსტიტუციო შესწორების დარეგისტრირებას სჭირდება პარლამენტის წევრთა უმრავლესობის ხელმოწერა, სულ 76 და შემდგომში არის პროცედურები, რომლის გავლის შემდეგაც, საქართველოს პარლამენტის 3/4-მა უნდა მიიღოს ეს შესწორება. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ხელს მოაწერენ ჩვენს ინიციატივას და შემდგომ საკომიტეტო მოსმენების თუ პლენარული სესიების მიმდინარეობისას დააფიქსირებენ ეროვნულ, პატრიოტულ, ზნეობრივ პოზიციას", - განაცხადა ბრეგაძემ.
ამ თემასთან დაკავშირებით „რეპორტიორმა" გამოკითხვა ჩაატარა და საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს კითხვით მიმართა. კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს თუ არა, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა? - „რეპორტიორის" შეკითხვას „ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე შემდეგნაირად პასუხობს, - „აუცილებლად უნდა ჩაიწეროს, რატომაც არა...".