logo_geo
eng_logo
ბაჩანა ბრეგვაძის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
- +

18 თებერვალი. 2016. 10:14



ქართველი საზოგადო მოღვაწის ბაჩანა ბრეგვაძის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, დღეს თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.


 

„10:30 საათზე ბაჩანა ბრეგვაძის ცხედარს საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან სიონის საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, ამიტომ აბაშიძის ქუჩასა და ყველა მიმდებარე ქუჩაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოსვენების ცერემონია 14:00 საათზე დაიწყება, რის გამოც მთაწმინდის პანთეონის მიმართულებით ავტომანქანების გადაადგილება გარკვეული დროის განმავლობაში შეიზღუდება", - წერია შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადებაში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner