ბრიუსელის აეროპორტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, ბელგიის სამეფოში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში საკონსულო სამსახურის ცხელი ხაზი ამოქმედდა.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ცხელი ხაზის ნომრებია: +32 4777 000 34 და +32 470 2442 62.
სააგენტო AFP-ის ცნობით, ბელგიაში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადეს.
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელმა პირველი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ხელისუფლება დიდი ყურადღებით აკვირდება სიტუაციას.
ბრიუსელის აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა რამდენიმე ადამიანი.