საკონსულტაციო საბჭოს მუშაობის საკითხი საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ საპროკურორო საბჭოსადმი წარდგენილ ანგარიშში მოხვდა.
ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წელს ჩატარდა საკონსულტაციო საბჭოს რვა სხდომა, რომლის ფარგლებშიც საკონსულტაციო საბჭომ მთავარ პროკურორს წარუდგინა რეკომენდაცია პროკურატურის 38 მუშაკის წახალისების, 23 მუშაკისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების, 15 მუშაკის დაწინაურების შესახებ. გარდა ზემოაღნიშნულისა, საკონსულტაციო საბჭომ პროკურატურის 18 მუშაკს მიმართა სარეკომენდაციო წერილით.
„გენერალურმა ინსპექციამ 2016 წელს, საკონსულტაციო საბჭოს წარუდგინა სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა პროკურატურის 42 მუშაკის მიმართ. საკონსულტაციო საბჭომ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება მიზანშეწონილად მიიჩნია 23 მათგანის მიმართ. საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარემ - საქართველოს მთავარმა პროკურორმა გაითვალისწინა საბჭოს ყველა რეკომენდაცია და დისციპლინური სახდელი დააკისრა პროკურატურის მხოლოდ ზემოაღნიშნულ 23 მუშაკს.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში საკონსულტაციო საბჭოს შექმნა დადებითად შეფასდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ანტიკორუფციული ქსელის სტამბულის ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შესრულების მე-4 რაუნდის მონიტორინგის 2016 წლის 15 სექტემბრის ანგარიშში. ანგარიშში მითითებულია, რომ მეტწილად შესრულებულია წინა ანგარიშში მოცემული", - აღნიშნულია უწყების ანგარიშში.
საქართველოს მთავარი პროკურორის 2016 წლის 11 იანვრის ბრძანების საფუძველზე, პროკურატურის განვითარებისთვის საჭირო მნიშვნელოვანი საკითხების, პროკურატურის მუშაკთა წახალისების, დაწინაურებისა და დისციპლინურ საკითხთა განხილვის მიზნით შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო.