logo_geo
eng_logo
რაულ ჩილაჩავა: დღეს კიევში დაკრძალავენ გია ღონღაძის ცხედარს, რომელიც 15 წელი მორგში ინახებოდა...
- +

22 მარტი. 2016. 13:02



„დღეს კიევში დაკრძალავენ გია ღონღაძის ცხედარს, რომელიც 15 წელი მორგში ინახებოდა...", - ამ ინფორმაციას პოეტი რაულ ჩილაჩავა სოციალურ ქსელში წერს.


ჟურნალისტ გიორგი ღონღაძეს მკვლელობიდან 15 წლის შემდეგ, დღეს დაკრძალავენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ჟურნალისტის ქვრივის ადვოკატ ვალენტინა ტალიჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს. ტალიჩენკოს ინფორმაციით, ღონღაძეს კიევში, ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ეკლესიის ტერიტორიაზე დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვილი 12:00 საათიდან გაიმართება. 

 

 

წარმოშობით ქართველი, უკრაინელი ჟურნალისტი გიორგი ღონღაძე გატაცებული და მოკლული იქნა 2000 წელს. ღონღაძის სიკვდილთან დაკავშირებული გამოძიება გადაიზარდა ხმაურიან სკანდალში მაშინდელი უკრაინის პრეზიდენტის, ლეონიდ კუჩმას წინააღმდეგ.


ღონღაძის მკვლელების ძებნა დღემდე მიმდინარეობს, თუმცა მის სიკვდილთან დაკავშირებით ორი ადამიანი დააპატიმრეს 2005 წლის მარტში, ხოლო მესამე 2009 წლის ივლისში.


მისმა ქვრივმა, მიროსლავა ღონღაძემ და მათმა შვილებმა მიიღეს პოლიტიკური თავშესაფარი ამერიკის შეერთებულ შტატებში და ცხოვრობდნენ ამერიკაში 2001 წლამდე. ევროპის საბჭომ მიიღო რეზოლუცია №1645, რომელშიც მოუწოდა უკრაინის პროკურატურას გამოეყენებინა ყველა შესაძლებლობა გიორგი ღონღაძის მკვლელებისა და მკვლელობის ორგანიზატორების საპოვნელად.


2005 წლის 23 აგვისტოს, პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ ღონღაძეს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner