logo_geo
eng_logo
გიორგი შარვაშიძე: ყველა სტუდენტს თანაბარი უფლებები უნდა ჰქონდეს
- +

28 ნოემბერი. 2016. 22:06



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშსა და „აუდიტორია 115"-ის წევრებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ყველა სტუდენტს უნდა ჰქონდეს თანაბარი უფლებები. როგორც შარვაშიძემ განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით საკამათო საკითხები ნაკლებადაა, უფრო მეტად შეფასებითი მიდგომებია. რექტორის განცხადებით, საქმე არ ეხება მხოლოდ ერთ უმაღლეს სასწავლებელს, არამედ აქ არის საუბარი უფრო დიდ რეფორმასა და ჯგუფებზე.


„რამდენიმე ჯგუფთან ძალიან სერიოზული პრობლემები განვიხილეთ. პრინციპში, საკამათო საკითხები ნაკლებადაა, უფრო მეტად არის შეფასებითი მიდგომები. პრინციპის დონეზე შეთანხმება ძალიან ადვილია. პრინციპი ერთია და სრულიად შეუვალი, რომელზეც ყველა მხარე ვთანხმდებით. ეს არის ის, რომ სტუდენტის უფლებები მთლიანად უნდა იყოს დაცული. ყველა სტუდენტს უნდა ჰქონდეს თანაბარი უფლებები. საუბარი მხოლოდ უმაღლეს სასწავლებელზე არ არის. არის უფრო დიდ რეფორმაზე და ჯგუფებზე საუბარი. შესაძლებელია ცვლილებების გატანა მოხდეს საგაზაფხულო სესიაზეც", - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.


შეგახსენებთ, რომ „აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლებსა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს შორის შეხვედრა დაახლოებით 3 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, სადაც ბოლო პერიოდში უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენები და საკანონმდებლო ინიციატივები განიხილეს. ასევე „აუდიტორია 115"-ის წევრებს საქართველოს სახემწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი უკვე 4 დღეა ლიკვიდირებული აქვთ და სწავლის პროცესი ამ დრომდე არ განახლებულა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner