logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ადამიანები, რომელთაც სესხი არ აქვთ, ნამდვილად ვერ გრძნობენ ლარის გაუფასურებას
- +

28 ნოემბერი. 2016. 22:48



დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა PALITRANEWS-ის გადაცემა "360 გრადუსში" სტუმრობისას ლარის კურსთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც სუბარმა განაცხადა, აღნიშნული თემა მისთვისაც მტკივნეულია, რადგან ისევე, როგორც მოქალაქეებს, მასაც დოლარში აქვს სესხი გამოტანილი.


როგორც სოზარ სუბარმა განმარტა, როდესაც ლარის დევალვაციაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია რეგიონში არსებული სიტუაციაც განვიხილოთ.

 

როდესაც ლარის კურსზე ვლაპარაკობთ, ჩემთვისაც მტკივნეულია, რადგან ისევე, როგორც ჩვენს მოქალაქეებს, მეც დოლარში მაქვს გამოტანილი სესხი. მაგრამ ის ადამიანები, რომელთაც სესხი არ აქვთ და ჩვეულებრივ იღებენ რაღაც რაოდენობის ხელფასს, ინფლაციის გათვალისწინებით, ნამდვილად ვერ გრძნობენ ლარის გაუფასურებას, რადგან ფასები ლარში იგივეა, რაც იყო.

 

მეორე მხრივ, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, ერთი ლარი ერთი თურქული ლირის ტოლფასი იყო დაახლოებით. დღეს დოლართან მიმართებაში ერთი დოლარით დაახლოებით 3 ლირას იყიდი. იგივე მოხდა რეგონში, რადგანაც ყველგან ისე გაუფასურდა ვალუტა.

 

რომ არ მომხდარიყო ლარის დევალვაცია, იმდენად იაფი იქნებოდა თურქული, რუსული თუ უკრაინული პროდუქცია, რომ საქართველოს ბაზარზე არ დარჩებოდა ქართული პროდუქცია, რომელსაც ჩვენ ვიყიდდით. ქათამი, კვერცხი, კარტოფილი თუ წყალი, ეს ყველაფერი საქართველოში გაიყიდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული", - განაცხადა სოზარ სუბარმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner