logo_geo
eng_logo
ცოტნე გამსახურდია: პროცესის სათავეში ძებნილი ოდესის გუბერნატორი დგას...
- +

22 მარტი. 2016. 13:03



ზვიად გამსახურდიას ვაჟი ცოტნე გამსახურდია facebook-ზე შემდეგ პოსტს აქვეყნებს:


„9 საათიან „კურიერს" ვუყურე და მინდოდა მოკლე პოლიტიკური ანალიზი დამეწერა, მაგრამ... „ნაციონალური მოძრაობა" აპირებს საარჩევნო გუნდის პირველი ათეული მთლიანად ახალი, უპარტიო სახეებით დააკომპლექტოს! - გვამცნობს ჩვეული უტიფრობით ერორი და თვით მეც, ვის ყურსა და თვალს რა აღარ შეხვედრია, მოლოდინი მიჩნდება: ვააჰ, ნეტავ ვინ, საიდან, ნუთუ ხელისუფლებამ ისე გაუცრუა ყველას იმედი, რომ დამოუკიდებელი ფიგურები (ერთ მათგანად საკუთარი მოკრძალებული პერსონაც მიმაჩნია) ნაცმოძრაობას მიეკედლენ?

 

პროცესის სათავეში გაურკვეველი პოლიტიკური და გარკვეული სამართლებრივი სტატუსის მქონე ძებნილი ოდესის გუბერნატორი დგას, რა თქმა უნდა. ახალი სახეები, დამოუკიდებელი ფიგურები, უპარტიოები - იყრება ცნებები ეკრანიდან და იზრდება ცნობისმოყვარეობა! ნეტავ ვინ არიან, საიდან, რა ხდება?

 

ბოლობოლო იწყება ჩამონათვალი: გიორგი ტუღუში, ოთო კახიძე, ეკა ტყეშელაშვილი, ხატია ბუნიათაშვილი, და ა.შ. "უპარტიოები", "ახალი სახეები"... ვთიშავ პროგრამას და ვრწმუნდები, რომ ყველაფერი ახალი ამათთან - კარგად ... ძველია", - წერს გამსახურდია.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner