logo_geo
eng_logo
NASA -მ მარსის კოლონიზაციის შემდეგ მთავარი სამიზნე დაასახელა
- +

28 ნოემბერი. 2016. 23:41



გამოცემა Scientific American იუწყება, რომ NASA-ს მეცნიერებმა მარსის კოლონიზაციის შემდეგ მზის სისტემის ობიექტი დაასახელეს, სადაც მომავალში მუდმივი დასახლების შექმნაა შესაძლებელი. ეს სატურნის თანამგზავრი ტიტანია.


ტიტანი დედამიწის გარდა, ერთადერთი ობიექტია მზის სისტემაში, რომელსაც თხევადი ტბები გააჩნია, თუმცა ის წყლისგან არ შედგება. ასევე სატურნის თანამგზავრს, მარსისგან განსხვავებით მყარი ატმოსფერო აქვს, რომელიც 95%-ით აზოტისგან შედგება. გარდა ამისა, სატურნის მაგნიტური ველი ტიტანზე მყოფ სხეულებს კოსმოსური რადიაციისგან დაიცავს.


ატმოსფერული წნევა ტიტანზე 1,5-კერ აღემატება დედამიწის წნევას, რაც ამ ციურ სხეულზე გამგზავრებული ასტრონავტების სკაფანდრების შექმნას გაამარტივებს. ნახშირწყალბადების და ყინულის არსებობა ტიტანზე საწვავის პრობლემას მოხსნის. სადგურების ასაშენებლად „ნასას" სპეციალისტებმა პლასტმასი აირჩიეს.


ერთ-ერთი სერიოზული წინააღმდეგობა ტიტანის კოლონიზაციისთვის არის დაბალი ტემპერატურა მის ზედაპირზე - მინუს 180 გრადუსი ცელსიუსით და დედამიწიდან საკმაო დაშორება - დღევანდელი ტექნოლოგიების გამოყენებით ჩვენი პლანეტიდან ტიტანზე ჩაფრენას 7 წელი დასჭირდება.


ტიტანი 62-დან სატურნის ყველაზე დიდი თანამგზავრია. ის მთვარეს დიამეტრში ერთნახევარჯერ და მასაში ორჯერ აღემატება. ტიტანის ატმოსფერი, ძირითადად აზოტისა და მეთანისგან შედგება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner