logo_geo
eng_logo
„აუდიტორია 115“ თსუ-ის მეექვსე კორპუსის პიკეტირებას 5 დეკემბრამდე არ შეწყვეტს
- +

29 ნოემბერი. 2016. 00:45



მოძრაობა „აუდიტორია 115" თსუ-ის მე-6 კორპუსის დატოვებას არ აპირებს. როგორც „ინტერპრესნიუსს" მოძრაობის წევრმა, ირაკლი კუპრაძემ განუცხადა, პიკეტირების შეწყვეტის საკითხი მას შემდეგ გადაიხედება, რაც საკანონმდებლო ორგანოში 5 დეკემბერს, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის გაფართოებული სხდომა გაიმართება.


„გადაწყვეტილება ერთობლივად მივიღეთ და ვრჩებით მეექვსე კორპუსში. როგორც მინიმუმ 5 დეკემბრამდე ვაპირებთ აღნიშნულ კორპუსში დარჩენას და დაველოდებით შეხვედრას, რომელიც ჩანიშნულია პარლამენტში", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.


„აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლებსა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს შორის შეხვედრა 28 ნოემბერს, დაახლოებიოთ 3 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, სადაც გადაწყდა, რომ აღნიშნული კომიტეტი გაფართოებულ სხდომას გამართავს, რომელზეც სტუდენტები კანონმდებლებს თავიანთ ინიციატივებს წარუდგენენ. მოძრაობის წევრებს თსუ-ის მე-6 კორპუსი უკვე ექვსი დღეა პიკეტირებული აქვთ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner